Monday, 23 July 2018

გაკვეთილის გეგმა-ჭიანჭველა და ფუტკარი

ჭიანჭველა და ფუტკარი-ის სურათის შედეგი

გაკვეთილის  თემა

ჭიანჭველა  და  ფუტკარი

მნიშვნელობა/აქტუალობა
უფრო  მეტი ცოდნა  დაუგროვდება ჭიანჭველაზე  და  ფუტკარზე.  შეისწავლიან  ფუტკრის  მიერ  მომზადებული  თაფლის  მნიშვნელობას. ასევე  საშიშროებას  მისი  კბენის  შედეგად.
მიზნები  და შედეგები
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
ქართ.დაწყ.(I).2.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით

ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

გაკვეთილი  ხელს  შეუწყობს  თავისუფლად  გამოთქვან  თავიანთი  მოსაზრებები.
ადვილად დააკავშირონ  მსგავსი  მოთხრობები  ერთმანეთთან.

ძირითადი თემატური   ერთეულები
გონებრივი  იერიში,   ვენის  დიაგრამა, კითხვა-პასუხი, მსჯელობა.
წინარე  ცოდნა
 შეისწავლიან ტექსტს;
·          გაიაზრებენ როგორი თვისებები აქვთ  მწერებს. მათთვის მისაღები თვისებებზე  გაამახვილებენ ყურადღებას;
·          გაიმდიდრებენ ლექსიკას ტექსტში გამოყენებული სიტყვებითა და ფრაზეოლოგიზმებით;

შეფასების  საგანი  და პროცედურები
  მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ ედგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც მათ გავაცანი გაკცეთილის დასაწყისში, გავაკეთებ სიტყვიერ კომენტარს.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
წიგნი,  რვეული,  კალამი,  ფორმატი,  მარკერი, კომპიუტერი,ელექტრონული  ვერსიები, პრეზენტაცია.
გაკვეთილის  მსვლელობა
I ფაზა - წაკითხვისთვის  მომზადება
ვსვამ შეკითხვას: -გავიხსენოთ როგორი შეიძლება
 იყოს  ჭიანჭველა  და ფუტკარი.?                                     5წთ.

II ფაზა -„ შინაარსის რეალიზება“
აქტივობა 1. დიდაქტიკური თამაში .                            10წთ.
,,ჩასვი  გამოტოვებული  სიტყვები“
(ჯგუფები ერთმანეთს ეჯიბრებიან კითხვაში. კითხულობს პირველი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დაშვებულ შეცდომას ასწორებენ სხვა ჯგუფის წევრები და გრძელდება ასე მიმდევრობით)

აქტივობა 2. „კითხვებზე პასუხი“
რას  გვაძლევს  ფუტკარი?
დაახასიათეთ  ფუტკარი  და  ჭიანჭველა?
(დაფაზე ვაკეთებ ვენის  დიაგრამას. ჯგუფები           10წთ.
რიგ- რიგობით ასახელებენ სიტყვებს, თითო ჯგუფი თითო სიტყვა, რომელთა ჩანაწერს ვაკეთებ დაფაზე)

(მოსწავლეები უპასუხებენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს გაკვეთილის ირგლივ. კითხვები მოიცავს როგორც დაბალი, ასევე მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.)

აქტივობა 3. ილუსტრაციების შექმნა
(ჯგუფებს დავურიგებს ფურცლებს, რომელზეც დახატულია მწერები  და  უნდა  გააფერადონ.             5წთ. 
აქტივობა 4. სურათების წარდგენა
(თითოეული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კითხულობს ტექსტიდან შესაბამის ადგილს, ხოლო მეორე წევრი  წარადგენს მათ მიერ შექმნილ ილუსტრაციას)             5წთ.

 III ფაზა - „რეფლექსია“
(მოსწავლეები გააკეთებენ შეჯამებას. გაიხსენებენ რაზე იმუშავეს, რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად, შეავსებენ ასოციაციური კავშირების რუკას.)              10წთ.

  

დიფერენცირებული  სწავლება
სპეციალური  საგანმანათლებლო  საჭიროების  მქონე მოსწავლე  არ  მყავს.